ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ავტოპარკი განაახლა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ავტოპარკი განაახლა. ცენრტში იმყოფებოდნენ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, რომლებიც პერსონალს შეხვდნენ და ახალი ავტომობილების შეძენა მიულოცეს.

,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების კუთხით ქალაქი მზად არის სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს მოსახლეობას. დღეს შეგვემატა თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი 6 ახალი ავტომანქანა. ეს ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია.“ – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. ცენტრმა ავტოპარკი 6 ერთეული ფიატის მარკის ავტომობილით განაახლა. ავტომობილების ღირებულება 518 ათას ლარს შეადგენს.

ახალი ტრანსპორტი აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით. აღნიშნული ავტომობილებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბალანსზე რიცხული ძველი ავტომობილები ჩანაცვლდა. აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის განახლება შარშანაც განხორციელდა. ცენტრმა მაშინ 4 ერთეული ფოლკსვაგენის მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 13 ბრიგადა ჰყავს. ზამთრის სეზონზე დამატებით 2 ბრიგადა მუშაობს.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები