„ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი 2017“

7 PhotosUpdated 20 hours ago

„ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი 2017“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორი დღის განმავლობაში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მოხსენებებს წარმოადგენენ საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე. ორი დღის განმავლობაში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: საერთაშორისო ნორმები და რეგიონული უსაფრთხოება, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების გამოწვევები, ბირთვული იარაღის აკრძალვა და ჰუმანიტარული ინიციატივა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამა, თანამედროვე გამოწვევები, სტრატეგიული ვაჭრობის რეგულირება. მომხსენებლები ასევე ისაუბრებენ ექსპორტის კონტროლის საერთაშორისო რეჟიმზე, ექსპორტის კონტროლის სისტემაზე საქართველოში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე, არსებულ გამოწვევებზე, ბირთვული იარაღის მართვასა და დემოკრატიულ კონტროლზე. ღონისძიება პროექტის „ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი 2017“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოს და შვედეთის მთავრობის ინიციატივით ტარდება.

“ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”

სხვა ვიდეოები