ბათუმის სკვერებში ახალი სკამები დაიდგა

ბათუმის სკვერებში სკამების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ქალაქის ოთხ სკვერში – ვარდების, გალაკტიონ ტაბიძის, ჯავახიშვილის ქუჩასა და ხელოვნების მუზეუმის მიდებარედ არსებულ სკვერებში სულ 100 ახალი სკამი დაიდგმება. ძველ სკამებს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება და საჭიროებისამებრ, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება. აღნიშნულ სამუშაოებს ბათუმის მერიის ა(ა)იპ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტის ღირებულება 69 ათას 500 ლარს შეადგენს.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები