ბათუმობის ორგანიზებისთვის მერია 179 998 ლარს ხარჯავს – სამზადისი დაიწყო

წელს ბათუმობას კომპანია ფავორიტი ედვერთისმენთი გაუწევს ორგანიზებას. ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებული 17 აგვისტოს გამოავლინა. ფავორიტი ედვერთისმენთის გარდა ტენდერში კიდევ ოთხი იურიდიული პირი მონაწილეობდა. წელს მერია ბათუმობის დღესასწაულისთვის 210 925 ლარის დახარჯვას აპირებდა.

„ფავორიტი ედვერთისმენმა“ ბათუმის მერიას „ბათუმობის“ ორგანიზება 179 998 ლარად შესთავაზა, ეს იყო ყველაზე ნაკლები თანხა, რაც ტენდერში დაფიქსირდა.

ბათუმობა ყოველი წლის სექტემბრის პირველ კვირას იმართება. წელს ბათუმობა 2 და 3 სექტემბერს გაიმართება.

წინასწარი პროგნოზით 2 და 3 სექტემბერს მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ხანმოკლე წვიმა იქნება ღამის საათებში.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები