ბათუმობისთვის მზადება დაიწყო

მზადება ბათუმობისთვის. ქალაქის დღესასწაულისთვის ქუჩების მორთვა უკვე დაიწყო. ღონსიძიებებიძირითადად ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე გაიმართება. ფერადი ქოლგების შემდეგ, წელს ტერიტორია სხვადასხვა ფერის გირლიანდებით საზეიმოდ მოირთვება. ბათუმობის ფარგლებში ჩატარდება კონცერტებიც, 2 დღის განმავლობაში დილის 12 საათიდან სპეციალური პროგრამით მუსიკოსები ევროპის მოედანზე მოწყობილ სცენაზე წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. გაიმართება თემატური გამოფენები. ბათუმობა  2 და 3 სექტემბერს ჩატარდება.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები