ბათუმს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი არ ეყოლება

კახებერ ცისკარიძე, რომელმაც ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დღეს გამოთქვა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის ვადა 25 სექტემბერს ამოიწურა – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ.

„საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირების ბოლო ვადა იყო 25 აგვისტო. არ მოუმართავთ ჩვენთვის და შესაბამისად, ვერც კანდიდატი ვერ დარეგისტრირდებოდა. ასე რომ, უკვე დაგვიანებულია. ამას გარდა, არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ შემოსულა მერობის კანდიდატის წარდგენით“- განაცხადა ციალა შავაძემ.

მისივე თქმით თვითმმართველობის არჩევნებზე სამი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, მეშვიდე, მეცხრე და მეათე ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში.  მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში ეთერ მანელიშვილი გეგმავს კენჭისყრას, მეცხრეში – ნოდარ მამულაძე, მეათეში კი – ჯემალ პაქსაძე. ეს კანდიდატები საკრებულოს წევრობაზე დარეგისტრირდნენ. არჩევნებში მონაწილეობამდე მათ ჯერ მხარდამჭერთა სიები უნდაა შეაგროვონ და ოლქში წარადგინონ.

რაც შეეხება პარტიებს, ციალა შავაძის განმარტებით, მათთან დაკავშირებით სხვა ვადებია დადგენილი: „ჯერ საინიციატივო ჯგუფები რეგისტრირდება, შემდეგ პარტიები და მაჟორიტარები. მათთვის ვადის ათვლა 21 სექტემბრიდან იწყება.“

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები