ბათუმს პირველად მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ექნება

პირველად ბათუმს მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ექნება. რეკრეაციული ზონა შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, სადაც მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოვოლტაიკური სანათების დამონტაჟება უკვე დასრულდა.
ქსელს მიერთებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, სრულად და გარანტირებულად უზრუნველყოფს შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა და ეზოს განათებას.
პროექტის მიზანია შექმნას გარე განათების სისტემაში განახლებადი ენერგიის გამოყენების სადემონსტრაციო პრეცედენტი.
პროექტს ბათუმის მერიასთან ერთად დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს, ხოლო დონორ კომპანიას გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) წარმოადგენს.
სკვერის მოწყობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 134 000 ლარი გამოიყო.
ბათუმის მერია 2014 წლიდან, „მერების შეთანხმების“ ფარგლებში, ახორციელებს ტრანსპორტის, შენობების, გარე განათების, გამწვანებისა და ნარჩენების მართვის სფეროში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის დანერგვისა და გამოყენების ხელშეწყობის პროექტებს.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები