ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს აჭარას პეტრო პოროშენკო ესტუმრება. უკრაინის პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება.

ბათუმში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო – უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში ოდესისა და აჭარის რეგიონს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები