ბათუმში 1 ივლისიდან უკონტაქტო პატრული იმოძრავებს

“ქალაქ ბათუმში 1 ივლისიდან უკონტაქტო პატრულირება იქნება და ეს გარკვეულ ეფექტურობას გაზრდის”, – ამის შესახებ შსს-ს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილის განმარტებით, გამკაცრებული ჯარიმები, ახალ ტიპის კამერები და უკონტაქტო პატრული საბოლოო ჯამში საგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს.

“ბათუმში უკონტაქტო პატრული ყველაზე პრობლემურ ქუჩაზე იქნება. მოგეხსენებათ ჩვენ, უკვე ივლისის ბოლოდან ვიწყებთ კამერების დამონტაჟებას. ახალი ტიპის კამერების და მათ შორის ბათუმშიც გათვალისწინებულია ამ ტიპის კამერების დამონტაჟება. დღეს განიხილება ვიდეო ჯარიმების შესახებ კანონპროექტი, რომელიც გარკვეულად ამკაცრებს და უფრო ეფექტურს ხდის ადმინისტრირებას ამიტომ ჩვენი ყველა ეს ზომა, კომპლექსურად გამოიღებს შედეგს და შეამცირებს საგზაო შემთხვევებს”, – განაცხადა შალავ ხუცივილმა.

ipress.ge

სხვა ვიდეოები