ბათუმში, მე-14 ბაღის ეზოში თხევადი გაზის ბალონი აალდა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში მე-14 ბაღის ეზოში თხევადი გაზის ბალონი აალდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აღსაზრდელები საუზმობდნენ. მათი ევაკუაცია შენობიდან დროულად განხორციელდა. ინციდენტის გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. ბაღში გაზის სპეციფიკური სუნი იყო.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ბუნებრივი აირის მილების გაყვანას სტანდარტი არ ითვალისწინებს. ნატალია ზაქარეიშვილის განცხადებით, ამიტომ ყველა ბაღში გაზის ბალონებია, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაწესებულებას აწვდის. „შემთხვევა ბაღის ეზოში მოხდა, არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხდა.  ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სახანძრო სტენდი და საევაკუაციო გეგმაა“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მე-14 საბავშვო ბაღი ვაჟა ფშაველას 83 ნომერში მდებარეობს.

წყარო: “აჭარი სტელევიზია”

სხვა ვიდეოები