ბათუმში 22 მეტრიანი საახალწლო ნაძვის ხე ევროპის მოედანზე აანთეს

მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე ბათუმის მერის ინიციატივით “სასტუმრო ლეოგრანდში” დაღუპულების ხსოვნას მიაგეს პატივი. მოგვიანებით კი ევროპის მოედანზე დადგმული სცენა პატარებმა დაიკავეს და მთავარი ნაძვის ხე სცენაზე დამონტაჟებული ღილაკიდან გაანათეს.

ნაძვის ხის შესაძენად შარშან ბათუმის მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი – 11 მეტრი.

დღეიდან საახალწლო კონცერტები ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპის მოედანზე სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და შემსრულებლების კონცერტებს დაესწრონ. მათ შორის იქნებიან ჯგუფები: Groovephonics-ი, Saund Lab-ი, Sea Side, Strowberry filds-ი, Fourth Season-ი, asea sool-ი, ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band-ი და Geoplanet-ი.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები