ბათუმში, 22 წლის წინ წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ბათუმში გამსახურდიას ქუჩაზე მაღაზია “მაგნოლიას” ყოფილი უფროსი გურამ ხიმშიაშვილი 1995 წელს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს. პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილმა ახლობლებთან ერთად აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც გურამ ხიმშიაშვილი აცხადებს, აღნიშნული მაღაზიის შენობა 21 წლის წინ სარფისა და პორტის საბაჭოს ყოფილმა უფროსმა გოგი შევარდნაძემ უკანონოდ მიითვისა. ხიმშიაშვილის თქმით, ამ დროის განმავლობაში ქონების დაბრუნება სასამართლოს გზით არაერთხელ შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. გურამ ხიმშიაშვილი საგამოძიებო ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ხიმშიაშვილმა საკითხთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, სახალხო დამცველსა და პროკურატურას უკვე მიმართა. თუმცა საქმის ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა.

“ბათუმში გამსახურდიას 34-ში მდებარე მაგნოლიას შენობაში “ტრიკოტაჟ- გალანტერიის” მაღაზია იყო განთავსებული. ამჟამად აღნიშნული შენობა გოგი შევარდნაძის მეუღლის მფლობელობაშია. 21 წელია ქონების დაბრუნებას ვითხოვ. პროკურატურამ საქმით დაინტერესდეს და დოკუმენტები შეისწავლოს და საქმის არსებითი განხილვა მოხდეს. მთავრობას ვთხოვ, რომ შუამდგომლობა გაგვიწიოს”,- აცხადებს გურამ ხიმშიაშვილი.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები