ბათუმში 50 წლის ქალს და 60 წლის კაცს პირველი შვილი შეეძინათ

ბათუმში, კლინიკა მედინას მეან-გინეკოლოგი, ინდირა ბოლქვაძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მშობლების შესახებ, რომელთაც პირველი შვილი სეეძინათ.

“ჩვენი ყველაზე ბედნიერი, ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე მშობლები, რომლებიც დიდხანს ელოდნენ პატარა ანასტასიას. უფლის დიდი სასწაულითა და ბევრი კეთილი ადამიანის დაუზოგავი შრომით შედეგი სახეზე გვაქვს. უფალმა დიდხანს და ბედნიერად ამყოფოს თქვენი პატარა ოჯახი” – წერს ინდირა ბოლქვაძე.

მიმდინარე წლის მარტში, ბათუმში ქალმა 23-წლიანი ლოდინის შემდეგ, პირველი შვილი გააჩინა.

imedinews.ge

სხვა ვიდეოები