ბათუმში, 84 წლის ქალი მძარცველებმა ჯერ წებოვანი ლენტით დააბეს და შემდეგ დააყაჩაღეს

დაყაჩაღებულის მეზობლების ინფორმაციით, მძარცველები სახლში მოტყუებით შევიდნენ. ხუტა ბელქანიას ხელები წებოვანი ლენტით შეუკრეს და შემდეგ მისი კუთვნილი ოქრო წაიღეს. როგორ დაზარალებული განმარტავს, მძარცველებმა თავი გაზის კომპანიის წარმომადგენლებად წარუდგინეს.

მოგვიანებით 84 წლის ქალმა შველა მეზობლებს სთხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 178 მუხლით დაიეწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.
ქალბატონი აფხაზეთიდანაა დევნილი და ის ერთერთ სოციალურ სახლში მარტო ცხოვრობს. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

სხვა ვიდეოები