ბათუმში 9 მოსწავლე სავარაუდოდ, მოხარშული კვერცხით მოიწამლა

ინტოქსიკაციის ნიშნებით მე-18 საჯარო სკოლის მე- 2 კლასის 9 მოსწავლე ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.

მედიკოსების ცნობით, მოზარდებს, გულის რევისა და თავბრუსხვევის სიმპტომები აღენიშნებოდათ. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ ყველა მათგანმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება:

“დღეს ორი სასწრფი დახმარების მანქანით დაახლოებით 5 საათზე შემოყვანილია სულ 9 პაციენტი. ერთი კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მიირთვეს შეღებილი კვერცხი, დაახლოებით 2 საათისთვის. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები და მათი მდგომარეობა იყო სტაბილური,”-განაცხადა ინფექციონისტმა ჯემალ დუმბაძემ.

რა გახდა ინტიქსიკაციის მიზეზი ამას შესაბამის ექსოერტიზა დაადგენს. ფაქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდოლოგიურმა განყოფილებამ კვლევა დაიწყო. სკოლის დირექტორის განმარტებით შეღებილი კვერცხები დღესასწაულთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სკოლაში თავად მიიტანეს.

სხვა ვიდეოები