ბათუმში აღმოჩენილი ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორით ჩამოამტვრიეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში, კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მიწის ქვედა ფენებში, მუშებმა ქვევრი აღმოაჩინეს. უვნებლად შემონახული ექსპონატი, აღმოჩენიდან მალევე განადგურდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრიეს.

ქვევრი მუშებმა, ე.წ. თამარის ციხიდან 300 მეტრში, ძმები ნობელების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 დღის წინ იპოვეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, თამარის დასახლების მცხოვრებელმა ატვირთა. ლაშა მელაძე წერს: “ბ.ნ.ზ თამარის დასახლებაში საკანალიზაციო სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულების დროს აღმოჩენილ იქნა დაახლობით ასი ლიტრის ოდენობის ქვევრი. ვფიქრობ, საინტერესოა და საჭიროებს არქეოლოგების შესაბამისი სპეციალისტების მიერ შესწავლას. გთხოვთ მივაქციოთ ყურადღება !!!”

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები