ბათუმში „Agro Batumi 2017” გაიმართება

ხვალ ბათუმში მე-7 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2017” გაიხსნება. მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია ფართო მომხმარებლებს გააცნონ და ამავდროულად რეკლამირებაც გაუწიონ. გამოფენაში მონაწილეობას საქართველოში, თურქეთში, უკრაინასა და ირანში მოღვაწე კომპანიები მიიღებენ. ღონისძიების მიზანია  ხელი შეუწყოს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას. „Agro Batumi 2017”, “GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება

წყარო: “TV25”

სხვა ვიდეოები