ბათუმში არტ ფესტივალი “არგანი” ჩატარდება

2017 წლის 8 ივლისს, ბათუმში არტ ფესტივალი,,არგანი’’/Batumi ArtFest “ARGANI” აიღებს სტარტს,- ამის შესახებ ინფორმაციას ჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

“სამი დღის განმავლობაში 6 მაისის პარკი ბრწყინვალე არტ-მოედნად იქცევა, რომელიც მხატვრებს, დიზაინერებს, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგის ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს ,ფოტოგრაფებს, მოქალაქეებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს გააერთიენებს. აქ თქვენ ნახავთ ქართველი და უცხოელი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, მასტერ-კლასებს, შოუ-პროგრამებს, რომლებიც საოცარ ხელოვნებას შემოგთავაზებენ და სილამაზის სამყაროში გამოგზაურებენ!

არტ ფესტივალი გთავაზობთ:
● ქართველი და უცხოელი ოსტატების მიერ შექმნილ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას;
● ხატვის და ცეკვის მასტერ-კლასებს;
● იოგას სუფთა ჰაერზე;
● მხატვრების და ფოტოგრაფების გამოფენას;
● არტ-ობიექტების და გრაფიტის შექმნას;
● ბავშთა ზონას სპორტული და სახალისო აქტივობებით;
● ფუდ-ზონას ( ალკოჰოლის და ხორც-პროდუქტების გარეშე) ;
● “მერაბის” ცხოველთა თავშესაფარის ზონას;
● ქართული და უცხოური ფილმების ჩვენებას ღია ცის ქვეშ ;
● წარმოდგენილი იქნება Fire Show ,მუსიკალური ჯგუფები, DJ ;
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები