ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ავარია, რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედიკოსების განცხადებით, დაზარალებულები ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკასა და რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი დათვალიერებით ნეკნების დაზიანება აღენიშნებოდათ. ასევე ჰქონდათ ჭრილობები თავის არეში.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები