ბათუმში ავტომანქანაზე სროლის ფაქტი გახსნილია

ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ფაქტი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ორი პირი დაკავებულია.

როგორც ცნობილია, გუშინ, გორგასლის ქუჩაზე მსუბუქ ავტომანქანას ესროლეს. შემთხვევისას გვერდით მდგომი ავტომობილებიც დაზიანდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 239-ემუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლასასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს.
“აჭარის ტელევიზია’

სხვა ვიდეოები