ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მოტოციკლისტის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთი საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი მოტოციკლის მძღოლი იყო. მამაკაცი ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ხიმშიაშვილზე ამ დრომდე შეზღუდული იყო ერთი იმართულებით მოძრაობა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახური მუშაობდა. ცხედარი ექსპერტიზაში გადასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სხვა ვიდეოები