ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არასრულწლოვანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ერთი არასრულწლოვანი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით ბავშვი კონტაქტური იყო და მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები