ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  ბათუმში, ლუკა ასათიანისა და პუშკინის ქუჩის კვეთაში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულები. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დაზარალებულები მედიკოსებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მცირეწლოვანი, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია მოთავსებული.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები