ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. თამარ მეფის გამზირზე. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთი დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორე დაშავებული კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც უკვე ბინაზე გაეწერა.

მედიკოსების თქმით  დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები