ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში 18 ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია განხორციელდება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

აგარაკის ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ჭები და მიმდინარეობს გრუნტის შეცვლის სამუშაოები.

ჯემალ ქათამაძის ჩიხში კი დახურული სანიაღვრე არხის მოწყობა ხორციელდება.

საერთო ჯამში, ბარცხანის დასახლებაში 18 ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია განხორციელდება.

სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 484 ათას 44 ლარს შეადგენს.

სხვა ვიდეოები