ბათუმში ბათუმისათვის ბრძოლის 98-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბათუმში, მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთასთან, ღია ცის ქვეშ, გაიმართა ბათუმისათვის ბრძოლის 98-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ,,მაზნიაშვილი – დაუმარცხებელი გენერალი“.
გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაზნიაშვილსა და მის თანამებრძოლებთან დაკავშირებული სამუზეუმო ექსპონატები და ფოტომასალა ბათუმის, ქუთაისის და კასპის მუზეუმებიდან.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სასულე ორკესტრმა, შესრულდა რამდენიმე ქართული სამხედრო მარში.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის მუზეუმის და მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის წარმომადგენლები.

სხვა ვიდეოები