ბათუმში დაკარგული 23 წლის გოგო იპოვეს

ბათუმში დაკარგული 23 წლის გოგო იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

უწყების ცნობით, გოგონა პოლიციამ სარფში იპოვა. ოჯახის წევრები სამართალდამცავების გარდა პირველი არხის ჯგუფსაც დაუკავშირდნენ. გოგონა ბოლოს პირველი არხის ბათუმის ოპერატორმა ედო კოჩალიძემ შენიშნა და სამართალდამცველებს შესაბამისი ჩვენებაც მისცა.

გოგონას გუშინ დილიდან ეძებდნენ. ნათესავების თქმით, დაკარგულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მან სახლიდან გაპარვა მოახერხა.

წყარო:”პირველი არხი”

სხვა ვიდეოები