ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში, თამარის გზატკეცილზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა; შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, „ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი ავტომობილით საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციისთვის მიჰყავდათ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში შემდეგ ჩვენმა ბრიგადამ გადაიყვანა“.

შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

წყარო:გაზეთი”ბათუმელები”

სხვა ვიდეოები