ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტომობილი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

თვითმხილველების განცხადებით დედას შვილი ქუჩაზე გადაჰყავდა, რა დროსაც ბავშვზე ხელი გაეშვა და მოძრავ მანქანას მოულოდნელად შეუვარდა.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. ბავშვი მშობლებმა იქვე მდებარე კლინიკა “ინტერმედიკაში” შეიყვანეს. ბავშვი კონტაქტურია და მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოსახლეობის შეტყობინებისთანავე მოვიდა.

 წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები