ბათუმში ფესტივალი “კერამიკის ალქიმია” გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის 1-დან 15 ივლისის ჩათვლით ბათუმში ფესტივალი „კერამიკის ალქიმია“ გაიმართა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ბაზაზე არსებული კერამიკის სახელოსნოში მიმდინარეობდა და ძირითადი საფესტივალო აქტივობების გარდა, აკადემიის სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ვორკშოპებსა და მასტერკლასებსაც სთავაზობდა. 12-15 ივლისს ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ვორკშოპები ღია სივრცეებში, რომელში ჩართვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. კერამიკის ვორკშოპებს უკრაინიდან მოწვეული პროფესიონალი კერამიკოსები უძღვებოდნე.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები