ბათუმში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით, ან საყოველთაო სხვა საშუალებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან 5 წლამდე ვადით.

ცნობისთვის, ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარს, ამ დროის მონაცემებით, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 დაშავდა.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები