ბათუმში გარდაცვლილ 29 წლის გოგოს ხვალ, რეფერალურ საავადმყოფოსთან პროტესტის ნიშნად დაასვენებენ

ამის შესახებ  გარადცავლილი ახალგაზრდის მელანო ფუტკარაძის ახლობელი  სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს პირდაპირი ვერ ჩავრთე აქციის ბოლომდე სამწუხაროდ, მაგრამ ტელევიზოებმა გააშუქეს, ყველაფერი არც ისე კარგად დასრულდა, იყო შეხლა-შემოხლა ხალხსა და პოლიციას შორის. ყველა ცოცხლები ვართ, არავინ არ დაშავებულა… მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის ყველას, ფიზიკურადაც და ლაივებში ვინც გვიყურებდა იმათაც… მადლობა ხალხო, ბოლო ყოფილიყოს ეს საშინელი ამბავი ჩვენს ქვეყანაში…
ხვალ არის მელანო ფუტკარაძის გასვენებაა 3 საათზე, 5-10 წითით მიიყვანენ და დაასვენებენ მას ბათუმის რეფერალურ საავამდყოფოში შემდეგ კი ურეხის სასაფლაოებზე… ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ ისევ დაგვიდგეთ გვერდით…
ხოლო რაც შეეხება ქ-ნი ეკა ფუტკარაძის თემას: – აქცია გვითხრეს, რომ ის გაუშვეს სამსახურიდან, ექსპერტიზის პასუხების შემდეგ დადგინდება შეუჩერდება თუ არა მას ლიცენზია, მერე გავიგეთ, რომ ეს ინფორმაცია არ არის დაზუსტებული… ზოგიც კიდევ ამბობს თავისი ნებით დატოვა თანამდებობაო… მოკლედ არვიცი მეგობრობო სწორი ინფორმაცია, ხვალ სავარაუდოდ ისევ ჩატარდება აქცია…
ყველაფერს შეძლებისდაგვარად შეგატყობინებთ…
მადლობა კიდევ ერთხელ …“,– წერს სალი ქათამაძე facebook–ის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, 29 წლის გოგოს გარდაცვალებაში ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს.მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას  გაუფრთხილებლობის გულისხმობს.

სხვა ვიდეოები