ბათუმში გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა რეფერალურ საავადმყოფოსთან პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

მელანო ფუტკარაძის ახლობლები რეფერალური საავადმყოფოს მედიკოსებს პაციენტის არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ და მათ დასჯას თხოვენ.

საავადმყოფოს წარმომადგენლობი  აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და მოლაპარაკებების მიზნით რამდენიმე მათგანი  საავადმყოფოში შეიყვანეს. ა ქციის მონაწილეები ამ დრომდე საავადმყოფოსთან რჩებიან და მოვლენების განვითარებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, 29 წლის მელანო ფუტკარაძე ორი დღის წინ, მწვავე აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ “მედ-ცენტრში” გარდაიცვალა. მანამდე გოგონა რეფერალურ კლინიკაში მუცლის მწვავე შეტევით “რეფერალურ საავადმყოფოში” შეიყვანეს, საიდანაც გამოკვლევების შემდეგ მალევე გაწერეს და პაციენტი სახლში ცუდად გახდა, მოგვიანებით კი “მედ-ცენტრში” მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

სხვა ვიდეოები