ბათუმში გმირთა მემორიალი გაიხსნა

ბათუმში ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი აღიმართა. იგი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში განთავსდა. ქართველი მეომრების ხსოვნას პატივი  გმირების ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერის რეაბილიტაცია წელს დაიწყო. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 5.4 მ. სიმაღლის მემორიალი აღიმართა.რაც შეეხება სკვერის რეაბილიტაციას, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, შეიცვალა დეკორატიული ფილები, განთავსდა მოსასვენებელი სკამები, დამონტაჟდა გარე განათება და განხორციელდა გამწვანებითი სამუშაოები. სამომავლოდ იგეგმება წყლის დასალევი შადრევანის მონტაჟიც.

‘აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები