ბათუმში გულის მსოფლიო დღე ველო მარათონით აღინიშნა

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, ველო მარათონი მოეწყო. ველოსიპედისტების მარშმა სტარტი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და ანბანის კოშკთან დასრულდა. მარათონი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ითვალისწინებდა. მსვლელობაში ჩართული იყვნენე, როგორც პროფესიონალი, ასვე მოყვარული ველოსიპედისტები. ღონისძიება საქართველოს გულის ფონდის #GeorgianHeartFoundation, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე #criticalmassbatumi-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა. მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველო.

წყარო:”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები