ბათუმში, ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აზერბაიჯანის საკონსულოს ორგანიზებით, სახელმწიფოს ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა. თორნიკე რიჟვაძემ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობასა და ამ კუთხით ჰეიდარ ალიევის მოღვაწეობაზე გაამახვილა ყურადღება.
“დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ გამორჩეულ პოლიტიკოსს ჰეიდარ ალიევს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში. მის სახელს უკავშირდება არაერთი ისტორიული პროექტის განხორციელება.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა ვიდეოები