ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სპეციფიკური სუნია

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სპეციფიკური სუნია. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად სუნი მძაფრდება. სასამართლოს ყოფილი შენობის მოპირდაპირე მხარეს საბავშვო ატრაქციონებია განთავსებული. მშობლების თქმით, ბავშვების ეზოში გასეირნებისგან ბოლო რამდენიმე დღეა თავს იკავებენ. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის მილია დაზიანებული.
კომპანია „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ სიტუაციის ადგილზე გასაცნობად ტექნიკური ჯგუფი უკვე იმყოფებოდა, ჯავახიშვილის ქუჩაზე სპეციალისტებს რაიმე სახის დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თმით, ამის მიუხედავად სანიაღვრე არხებსა და ცხაურებს სადეზინფექციო სამუშაოები მაინც ჩაუტარდება.
“ბათუმის წყალი” აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ აწარმოებს, რასაც შესაძლოა მსგავსი სპეციფიკური სუნი გამოეწვია” – ამბობს ელენე ნოღაიდელი.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები