ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო წირვა სასტუმრო ლეოგრანდის წინ აღავლინეს

ღამით, ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო ლიტურგია არა ეკლესიაში, არამედ სასტუმრო “ლეოგრანდის“ წინ გამართეს, სადაც ერთი თვის წინ ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მოგვიანებით საშობაო წირვა ეკლესიაში გაგრძელდა, სადაც პადრე გაბრიელე ბრაგანტინმა კათოლიკე მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვის დასრულების შემდეგ გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია და თანაუგრძნეს გარდაცვლილთა ოჯახებს:

„ერთი თვე გავიდა იმ ტრაგედიიდან, რაც მოხდა ჩვენთან ძალიან ახლოს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მეზობლები ვართ [ბათუმის კათოლიკური ეკლესია სასტუმრო „ლეოგრანდთან“ ახლოს მდებარეობს].  რადგან შობის დღესასწაული არის სიცოცხლის დღე, იესო ქრისტე იბადება, ჩვენი სურვილი იყო მივსულიყავით იმ ადგილას სადაც ეს მოხდა,  თანაგრძნობის გამოსახატად,  ამიტომ გადავწყვიტეთ იქ ჩაგვეტარებინა წმინდა წირვის პირველი ნაწილი, შემდეგ შემოვედით აქ, ეკლესიაში.“

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები