ბათუმში, კაზინო “ინტურისტის” ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

კაზინო “ინტურისტის” ყოფილი თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. იანვრის დასაწყისში კაზინო მოულოდნელად დაიხურა. მეპატრონემ, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, დარჩენილი თანხა მიითვისა და ქვეყანა დატოვა. შედეგად უმუშევარი და ანაზღაურების გარეშე 200-მდე თანამშრომელი დარჩა.

 “თვენახევრის ხელფასი გვაქვს ასაღები, ერთი თვეა ვითხოვთ დავალიანების დაფარვას, თუმცა უშედეგოდ, კაზინოს მეპატრონე გაიქცა, შენობა ეკუთვნის კომპანია მეტრო ატლას ჯორჯიას, ჩვენი ინფორმაციით კაზინოში დარჩენილი თანხა კომპანიას დარჩა, ამიტომ მოვედით მათ ოფისთან და მათგანვითხოვთ პასუხს”-ამბობს აქციის მონაწილე მალვინა ბერიძე.

 

სხვა ვიდეოები