ბათუმში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლო ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარედ „ალიანს პალასის“ მშენებლობაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით არიან გადაყვანილი საავადმყოფოში, თუმცა როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვეუბნებიან, მუშების მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით მიმდინარებს რაც მშენებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

წყარო: “გაზეთი ბათემელები”

სხვა ვიდეოები