
ბათუმში კომპანია “მაქსიმის” 200-მდე დაქირავებული მძღოლი გაიფიცა
კერძო სექტორში დასაქმებულები კომპანიის მხრიდან საკომოსიო განაკვეთის ზრდას აპროტესტებს. მძღოლების განმარტებით, თითოეულ გამოძახებაზე კომპანია 20 თეთრით მეტს დაუქვითავს, რის გაოც მძღოლების შემოსავალი ავტომატურად მცირდება.
“გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ ხალხი, 20 თეთრი მოუმატეს ყველა გამოძახებას და ჩევნ აღარაფერი გვჩება. ეს 20 თეთრი დღეში მინიმუმ 5 ლარის ზარალია. ამას მოყვება ცუდი ამბავი, გაჩერდება მუშაობა” – აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.
200-მდე მძღოლი მათი კუთვნილი ტაქსებით ამ წუთებში რაგბის მოედანთან არიან შეკრებილები.