ბათუმში კვლავ ძლიერი ქარია – მოსალოდნელია ამინდის გაუარესება

ხალვაშის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, მცენარე ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.
უწყების ინფორმაციით, ტაბიძისა და ვაჟაფ-შაველას ქუჩებზე ქარმა საცხოვრებლ სახლებს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. პრობლემებია მშენებარე კორპუსის მიმდებარეთაც, როგორც სამაშვლოში განმარტავენ, შენობებიდან სამშენებლო მასალები ცვივა.
სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევარში ამინდის გაუარესებას პროგნოზორებენ. მოსალოდნელია 5 ბალამდე შტორმი.

 

სხვა ვიდეოები