ბათუმში მალე ახალი სკოლა აშენდება

ბათუმში მალე ახალი სკოლა აშენდება – ამის შესახებ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა. ინგა შამილიშვილის ინფორმაციით, ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით ქალაქის მერიასათან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სასწავლო დაწესებულება 1200 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. მინისტრის თქმით, ცენტრალურ უბნებში მოსწავლეთა დიდი კონტიგენტია, ახალი სკოლის გახსნა კი სიტუაციას განტვირთავს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები