ბათუმში მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინ, მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ავტომანქანა ე.წ ზებრა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

მამაკაცი თავის დახურული ტრავმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი სავარაუდოდ სანაოსნოს დაცვის თანამშრომელია.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი არ მიმალულა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები