ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე სროლა იყო

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე  სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანიდან უცნობმა პირმა  ჰაერში იარაღი ორჯერ  გაისროლა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს–მ  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო,რაც  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

უწყების  ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ იარაღი ცეცხლსასროლი აღმოჩნდა, მამაკაცს დააკავებენ.

ადგილზე ამ წუთებში, ექსპერტ–კრიმინალიტები მუშაობენ.

სხვა ვიდეოები