ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

მესამე დღეა ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისთვის მოქალაქეები, აქამდე არსებულ ფასთან შედარებით 10 თეთრით მეტს  იხდიან. მიკროავტობუსების ნაწილში მითითებულია, რომ მგზავრობის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს, ნაწილს კი ფასის აბრა მოხსნილი აქვს. მძღოლები გადაწყვეტილებას საწვავზე გაზრდილი ფასებით ხსნიან.

კითხვაზე შეთანხმებულია თუ არა საკითხი მერიასთან? მიკროავტობუსის მძღოლები პასუხისგან თავს იკავებენ.

მიკროავტობუსებში გაზრდილ სამგზავრო ღირებულებასთან დაკავშირებით კომენტარი 6 იანვარს  ბათუმის მერმა გააკეთა. ლაშა კომახიძის თქმით, ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება შევიდა. თვითმმართველობის წარმომადგენლები გადაწყვეტილების დასაბუთებას ითხოვენ.

ლაშა კომახიძე მოქალაქეებს ურჩევს აქამდე დაწესებული თანხა გადაიხადონ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები