ბათუმში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევამ გვერდით ბინაში მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა

აბუსერიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ძლიერი ქარის დროს მშენებარე კორპუსის კედელის ნაწილი ჩამოინგრა და მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. შემთხვევის დროს შენობაში მამა 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი ესაჭიროება.
შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი იმყოფებოდა. ლაშა კომახიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მერია დაზარალებულ ოჯახს ქირით გაიყვანს და შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.
ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 47 ნომერში საცხოვრებელ კორპუსს კომპანია “რეალმშენი” აშენებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლების ინფორმაციით, კომპანია უსაფრთხოების ზომებს არ იცავს, პრეტენზიებით მოქალაქეებმა მშენებლებს ერთი წლის წინ მიმართეს, რის გამოც მერიამ სამშენებლო კომპანია აღნიშნულის გამო გააფრთხილა. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს ზარალს აუნაზღაურებენ.

სხვა ვიდეოები