ბათუმში მსუბუქი ავტომანქანა დაცხრილეს

ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მსუბუქი ავტომანქანა დაცხრილეს. ავტომობილის საქარე მინაზე ტყვია აქვს მოხვედრილი. შემთხვევისას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანებიც დაზიანდა. სროლის შედეგად დაშავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ბრიგადა გამოძახებიდან რამდენიმე წუთში გავიდა. მინდია კახიძის თქმით, მედიკოსებს გორგასლის ქუჩაზე მხოლოდ პოლიციელები დახვდნენ, დაზარალებულები კი იქ არ იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, შემთხვევის დროს ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

სხვა ვიდეოები