ბათუმში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

რამდენიმე  წუთის წინ, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, მათ სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. ერთ-ერთი მათგანი მენჯ-ბარძაყის არეშია დაჭრილი.

ინციდენტის დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები