ბათუმში პირველ სართულზე მდებარე კომერციული ობიექტები და ქუჩები დაიტბორა

გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ბათუმში გარკვეული პრობლემები შექმნა.

ჭებისა და არხების გაწმენდის მიზნით, „ბათუმის წყლის“ სპეციალური ტექნიკა რამდენიმე ქუჩაზე ამ დრომდე მუშაობს. მიმდინარეობს დატობორილი ტერიტორიების ამოტუმბვითი სამუშაოები.

ამ დროისათვის წვიმის შედეგად შენობების სარდაფების და პირველ სართულზე მდებარე კომერციული ობიექტების დატბორვის შესახებ „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 14 შეტყობინება შევიდა.

„პრობლემები ძირითადად იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იწმინდება ცხაურის ზედაპირები, რათა არ შეიქმნას წყლის დაგუბების პრობლემები. ასევე, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები. ამ დროისათვის ქალაქში ავტომობილით გადაადგილება ყველგან არის შესაძლებელი, გარდა იმ ქუჩებისა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტექნიკური ჯგუფები, მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებს მუშაობს“,- აცხადებენ შპს “ბათუმის წყალში”.

სხვა ვიდეოები